суббота, 3 апреля 2010 г.

ა რ ქ ი ტ ე ქ ტ უ რ ა


არქიტექტურა _ ნაგებობების დაგეგმვისა და შენების ხელოვნებაა, სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი დარგი.
არქიტექტურულ ნაგებობებს ქმნის არქიტექტორი.
,,არქიტექტორი” წარმოდგება ბერძნული სიტყვიდან და ნიშნავს ,,მთავარ მშენებელს”.
უძველეს ნეგებობებს _ ,,მეგალითებს” _ აშენებდნენ უზარმაზარი, დაუმუშავებელი ქვის ლოდებისაგან. ,,მეგალითი” ბერძნული სიტყვისაგან წარმოდგება და ნიშნავს ,,დიდ ქვას”.
რომელიმე სახლის ან მთლიანად ქალაქის აშენებამდე, აგრეთვე ბაღის, პარკის და ა. შ. მოწყობამდე არქიტექტორები ქმნიან გეგმას (პროექტს), რომლის მიხედვითაც კეთდება მაკეტი _ პატარა ზომის ნიმუში.